ამ წუთებში გამოაცხადა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ბესო ქათამაძისა და შალვა თავდიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
მოსამართლის განჩინებით, შალვა თავდიშვილს შენიშვნა გამოეცხადა, ხოლო ბესო ქათამაძე შენიშვნის გარეშე გაათავისუფლეს.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს, ბესო ქათამაძესა და შალვა თავდიშვილს, რომლებიც გუშინ ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე გამართული აქციისას დააკავეს, პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულების უფლებებს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავდა.