ნატოში გერმანიის მისია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას“, – ნათქვამია ნატოში გერმანიის მისიის განცხადებაში.