“საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ გაყიდონ…საძინებლის გარნიტური, ბეჭდები და ტორტები – ღარიბაშვილის ახალი დადგენილება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დადგენილებით, პროფესიულ სასწავლებლებს მიეცათ უფლება სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქცია გაყიდონ და შემოსული ფული ისევ თავის თავს მოახმარონ.

დადენილების მიხედვით, ასეთ საგანმანათლებლო დაწესებულებში ყოველ წელს იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია. კარგი იქნება, თუ მას გაიტანენ ბაზარზე ანდა სარეალიზაციო ქსელში და გაყიდიან.

დღეს-დღეობით საქართველოს პროფესიულ სასწავლებში ასწავლიან 30-ზე მეტ ხელობას, მათ შორის,  მეჩარხეობას, მედურგლეობას, საიუველირო ხელოვნებას, კულინარიას და ა.შ. შესაბამისად, წარმატებული სტარტაპის შემთხვევაში, სასწავლებლებს შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი შექმნილი ავეჯი, სამკაულები, საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share