საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია
უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით – იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“