“პაპუაშვილს კახელი ქალის სიმღერას შევახსენებ…რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა…” – უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:

“როცა დროშას მხოლოდ იმიტომ უწოდებ “უძველესს”, რომ მისი აღმდგენი #MSaakashvili შემთხვევით არავის გაახსენდეს. როცა 2013-ში პირველი დროშას ეცი, მაგრამ მაშინ აგიხსნეს, რომ ეს მართლა უძველესი დროშაა. როცა შენი მიტინგი ცისფრად ლივლივებს და ხმამაღლა ვერ ბედავ სთქვა ის რაც გულში გიდევს – ეგ ნაცების დროშაა, ამასობაში ჰერალდიკის საბჭო პენალს გირტყავს აღმოჩენით, რომ ეს მართლა უძველესი დროშაა, რომელიც სახელმწიფო დროშად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა. ბატონ პაპუაშვილს კი, კახელ კაცს, ძალიან რომ არ გადაეშვას არქეოლიგიაში, კახელი ქალის სიმღერას შევახსენებ – რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა…”

დროშის დღეს გილოცავთ

#FreeSaakashvili

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share