“მთავარი არხი” ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება,” – ამის შესახებ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამიას ინფორმაციით, ახალი სეზონიდან მისი პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია იქნება.
“მთავარი არხი” ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:
1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია.
2. პოსტფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი – პოსტფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.
3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.
4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”.
5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტფაქტუმის შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ. გმადლობთ, რომ გვიყურეთ,” – წერს ნიკა გვარამია.