ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მილიონ მოსახლეზე გადათვლით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მეცხრე ადგილზეა, დაავადებულების რაოდენობით კი მეშვიდეზე. კულუმბეგოვის თქმით, საქართველომ უკვე დიდი მსხვერპლი გაიღო და ეს მთლიანი საზოგადოების პასუხისმგებლობაა.
“ჩვენ უკვე გავიღეთ ბევრი მსხვერპლი, ანუ, ვერ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი უპასუხისმგებლობით, პირველ რიგში. ჩვენში ვგულისხმობ მთლიანად ჩვენს საზოგადოებას – მოსახლეობას, სახელმწიფოს და ყველას. მართვა პანდემიის არის ფინეთის მაგალითი, 5 მილიონ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სულ 400 000 გახდა ავად და 1700 ადამიანი გარდაიცვალა. სხვანაირად, ბუნებრივია, ჩვენ ვართ მსხვერპლშეწირვაზე წასული, დანაკარგები უკვე გაღებული გვაქვს და ახლა საუბარია, რომ ეს რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ”, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.
მისი თქმით, ჯეჯრერობით, დადებითი დენდენციები შეინიშნება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით.
“დღეს 57 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს და კლინიკებში, ჯერ 4 400 ადამიანია, ეს 7,7 პროცენტია. თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად მეხუთე ტალღის მონაცემებს, ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 15 პროცენტი იყო. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა და პაციენტების რაოდენობის გაგვეზარდა, მაგრამ ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობა ამას არ მიყვება, მაშინ შეძლებს ქვეყანა, რომ მეტ-ნაკლები დანაკაგი ჰქონდეს“, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.