„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ თავს ტრიალებს არანორმალურია. ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ არსებობს, როგორც კი ვინმე რამე იტყვის და სწორ ნაბიჯს გადადგამს იმ დაწესებულებას [სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური] აუქმებენ. ამ ქვეყანაში უკვე ყველას ყველაფრის ეშინია, ხალხს ხმა ვეღარ ამოუღია“, – ამის შესახებ CNews – ს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განუცხადა.
” სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები პროფესიონალები არიან, სასიამოვნო ფაქტია, რომ შევიდნენ ციხეში და ნახეს მისი [სააკაშვილს] მდგომარეობა. ერთადერთი, რასაც დავამატებ არის ის, რომ [სააკაშვილს] კუჭ-ნაწლავის გამოკვლევებიც სჭირდება, რადგან სრულყოფილად ვერ იკვებება. კარგია, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს მიეცათ მისი მონახულების შესაძლებლობა, თუმცა ცუდია ის, რომ პერსონალურ ექიმს და ცენტრ „ემპათიას“ არ უშვებენ.
მაშინ, როცა თავდაპირველად მიშა რუსთავის ციხეში იყო კალიუმი დაეცა, ნიკა [ნიკოლოზ ყიფშიძე] იმ მომენტში იქ იმყოფებოდა, გარეთ რეანიმობილიც იდგა და ნიკამ თავისი ხელით გაუკეთა გადასხმა. ასეთი რამ ყოველ წუთს შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც არ არის ჯანმრთელი. ასეთ ვითარებაში, პირად ექიმს შესვლის უფლებას არ აძლევენ, ეს არის ყველანაირი კანონის დარღვევა.
ამ მოცემულობაში გამოსავალი არის ის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ჩემი შვილი საკონცენტრაციო ბანაკში თუ არის ეს უნდა ვიცოდეთ, – ასე როგორ შეიძლება?! ყველასთვის ყველაფერი ნათელია, ჩვენ მე-14 საუკუნეში ხომ არ ვცხოვრობთ. ყველანაირი ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია. ვითარება ვიცით, ბოლოსდაბოლოს ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. 1995 წელს, რომ ჩამოვიდა მას შემდეგ მიშას არ დაუსვენია, მანამდე მე-5 კურსიდან ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ საქართველო „ეუთოში“ გააწევრიანა, არასდროს დაუსვენია – ამას იმსახურებდა, რაც ახლა მივიღეთ?! ფაქტია, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ თავს ტრიალებს არანორმალურია. ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ არსებობს, როგორც კი ვინმე რამეს იტყვის და სწორ ნაბიჯს გადადგამს იმ დაწესებულებას [სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური] აუქმებენ. ამ ქვეყანაში უკვე ყველას ყველაფრის ეშინია, ხალხს ხმა ვეღარ ამოუღია.” – აცხადებს გიული ალასანია.
cnews.ge