რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
1-მეოცე ნაწილი სტატიიდან –ჰოსპიტალური ინფექციები.როგორი უნდა იყოს სიტუაცია თანამედროვე ევროსტანდარტით და რა არის დაავადების აკადემიური მართვის აუცილებელი დეტალები. თუ დედას გამოუვლინდა ა ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია ,ის აუცილებლად გადაეცემა ახალშობილს. ასეთ შემთხევვაში უნდა მოხდეს დედისგან ახალშობილის იზოლირება დაავადების ჩაცხრობამდე. უნდა დადიფერენცირდეს მელოგინეს ცხელება რა ხასიათისაა. აქვს თუ არა ამ ცხელებას სპეციფიკური ეტიოლოგია. თუ სპეციფიკური გამომწვევი არა აქვს დედის ცხელებას, მაშინ ბავშვს არ უნდა იზოლირება და შეიძლება , რომ დედამ ის გამოკვებოს და მეთვალუყურეობა განახორციელოს. ახალშობილობაში ათვისებული და არასწორად მართული ინფექციები, ამ ბავშვის მთელი სიცოცხლის მტანჯველი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ თავიდანვე არ მოხდა მისი კუპირება და მართვა. ახალშობილობიდან გამოყოლილი, ეს თვალით უხილავი მიკრობები ცოცხალი არსებებია და ზუსტი სამედიცინო წესების დაცვის გარეშე, ცხოვრებას სატანჯველად გაუხდიან ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე. ადამიანების სიცოცხლის შეზღუდვის პირობად , ძალიან ხშირად ,სწორედ სამედიცინო დაწესებულებები ხდებიან. მათ, ზედმიწევნით კლასიკური სანიტარული მართვა და აუცილებელი პროტოკოლების შესრულება, ადამიანების სიცოცხლისათვის ჰაერივით სჭირდებათ. ევროპული პროტოკოლით, ახალშობილი ბავშვი, არ შეიძლება იყოს დედასთან, თუ ის არ იცავს შემდეგ წესებს 1-დედა ხშირად უნდა იბანდეს ხელებს . კლასიკურად უნდა იტარებდეს ინდივიდუალურ ჰიგიენის წესებს. 2- ბავშვისთვის უნდა გამოიყენოს, მხოლოდ, სუფთა სახვევი და ტანსაცმელი, ასევე თეთრეული .3-თუ დედა გაციებულია და რესპირაციული ინფექცია აქვს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი გადაცემა ბავშვზე მოხდება-ჰაერწვეთოვნად, ლაპარაკის დროს , ნებისმიერი ნივთის გზით , ხელების საშუალებით .ხელების კარგი დაბანა აუცილებელია. ასევე, ინფიცირებული ან ნაკონტაქტები კოვზი და სხვა საგნები, აღარ გამოიყენოს ბავშვისთვის. დედას უნდა ეკეთოს ნიღაბი და იცვალოს ხშირად.თუ დედას ჩირქოვანი ღია კერა აქვს, მისი იზოლირება უნდა მოხდეს ბავშვისგან. ხოლო ექთანს ან მომვლელს ხელთათმანები უნდა ეკეთოს. მიკრობები თვალით უხილავი არიან. თუ ორგანიზმში მოხვდებიან, უამრავი დაავადების გამომწვევები ხდებიან .ახალშობილებს არა აქვთ მყარი იმუნიტეტი. ამიტომ ,ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისკენ მიდრეკილი არიან. ვირუსული ინფექციებიდან, ახალშობილებს ყველაზე მაღალი მიმღებლობა აქვთ-კოკსაკივირუსების,სინციტიური ვირუსების და ექოვირუსების. ამ ტიპის ვირუსები სასიკვდილო გართულებებსაც იწვევენ. არაჰიგიენური მოვლის პირობებში, ზოგი შეიძლება, სამუდამოდ ჩასახლდეს ბავშვის ორგანიზმში და დროებით ან ხანგრძლივად მიიძინოს. ახალშობილთა დიდი უმრავლესობა, რომლებმაც სტაციონარებში, ასე ვთქვათ, გადალახეს ვირუსული ინფექციები ,კლინიკური ანუ გარეგნული გაჯანმრთელების შემდეგ, ხდებიან ვირუსმტარებლები და ქრონიკული ინფექციების მესაწყობეები.ანუ მუდმივი ინფექციის მფრქვეველი რეზერვუარები. უამრავი ევროპული კვლევის შედეგი ხელთ გვაქვს. სადაც დამტკიცებულია, რომ ენტეროვირუსები, სინციტური და კიდევ სხვა ტიპის ვირუსები,ახალშობილებს გადაეცემათ-ღია ან ირიბი მეთოდით-არაჰიგიენური იატაკიდან, საგნებიდან, მაგიდიდან, ნივთებიდან . ყველაზე მეტად კი-სტაციონარის მედპერსონალის ხელებიდან. მაგალითად, მოვიდა ექიმი ან ექთანი სამსახურში, ხელები არ დაიბანა და გასინჯა ახალშობილი. თითების ნაოჭები კრიმინალიტიკაში გამოიყენება. ნაოჭები საუკუნეების გენეტიკურ ინფორმაციებს შეიცავენ. თითების ხაოებში მილიონობით მიკრობია, თუ ის გულდასმით დაბანილი არ არის. გულდასმით დაბანილზეც კი რჩება, მიკრობთა მრავალი კოლონია. ბავშვი რომელიც ახალშობილთა განყოფილებაში იმყოფება და აქვს რესპირაციული ინფექცია, უნდა გადაიყვანონ ბავშვთა ზოგად განყოფილებაში ან მოხდეს სამედიცინო ინკუბატორში მისი იზოლაცია. სტაციონარებში ,ახალშობილთა მიკრობული ინფექციების გაუთვალისწინებლობა, მომავალს უზიანებს არა მარტო ამ ახალშობილს, არამედ მის გარშემო მყოფ ადამიანებს და ბავშვებს. ადამიანებს რაც სჭირთ, აწამებთ და სიცოცხლეს უზღუდავთ, მათ შორის ,მიკრობული და ვირუსული ინფექციების მიზეზით– დაავადებათა 80 პროცენტზე მეტია. ამათგან ბევრი მიკრობი, სწორედ ახალშობილთა განყოფილებიდან მოჰყვებათ. ვირუსებისთვის და მიკრობებისთვის საუკეთესო საცხოვრისი და კომფორტული გარემო ადამიანების ორგანიზმებშია. ისინი ადამიანების სისხლით და ჯანმრთელი უჯრედებით იკვებებიან. მათი ცხოველმყოფელობის მავნე ექსკრეტები კი, ადამიანების სისხლს აბინძურებენ და სხვადასხვა დაავადებებს აყალიბებენ. ნებისმიერი ინფექციის დაფიქსირების მომენტში, მაგალითად სტრეპტოკოკულის, რომელიც , თუნდაც ყელის სიწითლით იყოს გამოხატული, თუ ნამდვილად სტრეპტოკოკულია, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ინფექციის მაკონტროლებულ სპეციალისტს და ხელმძღვანელობას. უნდა ჩატარდეს ეპიდსანიტარული დეზინფექცია. ევროსტანდარტით და ქართული პროტოკოლითაც, ინფექციების მაკონტროლებელი სპეციალისტი უნდა იყოს ადგილზე. ექიმმა ფონედოსკოპი და სხვა საგნები, გამოყენების წინ უნდა ჩაფლოს სპირტში ან იოდფორმში–ყველა გამოყენების წინ. დაუშვებელია ფონედოსკოპის გაუწმენდავობის გამო, მის ყურის ხვრელში , ექიმის ყურის გოგირდის ნამცეცები იყოს. ჟანგბადის თერაპიული გამოყენებისთვის, საინტუბაციო მილი აუცილებლად უნდა იყოს ერთჯერადი და სტერილური. ახალშობილთა ინკუბატორიც და საწოლიც, ყოველი ახალი ბავშვის ჩაწვენის წინ უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია გაუკეთდეს. ყველა ახალშობილს ინდივიდუალური მიკრობი ჰყავს დედიდან გენეტიკური მიმღებლობის მიხედვით. თუ ბავშვი სუსტია და გარკვეულ ხანს იმყოფება ინკუბატორში, ის გარკვეულ დროში ამავე ინკუბატორიდან მეორეში უნდა გადაიყვანონ. ხოლო, მისი ყოფილი ინკუბატორის დეზინფექცია, აუცილებლად უნდა მოხდეს. უამრავი ინფექცია,მათ შორის , განსაკუთრებით–სტრეპტოკოკული, ახალშობილობიდან მოყოლებული, მთვლემარე ფორმაშია ადამიანში და შეიძლება ,ზრდასრულ ასაკში აყვავდეს. თუ დედა გაეწერება და ინტენსიური თერაპიის პალატაში დატოვებს ბავშვს,დედისთვის უნდა გამოიყოს სპეციალური ოთახი სამშობიარო სახლში. . ევროპაში ამ მდგომარეობაში,მშობლებისთვის იქვე შენობაა გამოყოფილი. ახალშობილის ფიზიკური სიახლოვე სახლში მოყვანის შემდეგ, დასაშვებია მხოლოდ ოჯახის წევრებთან. ხოლო დაუშვებელია ოჯახის ნაცნობებთან. პირდაპირი კონტაქტები სხვადასხვა ინფექციების გადაცემის შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც ძალიან ხშირად ლატენტურად და ჩივილების გარეშე მიმდინარეობენ. ჰიგიენა, სისუფთავისადმი სწრაფვა, კულტურა და საღი მენტალობა ერთ წრფეზე უნდა განვიხილოდ. მაგრამ, პაციენტთან დაკავშირებით სანიტარული სტატუსის კონტროლი და წესების დაცვა, სიცოცხლის გადარჩენაა. ეს კი მედიცინაში კანონის დონეზე უნდა იყოს აყვანილი.
2-წითელ ბრინჯზე ადრე რამდენიმეჯერ ვისაუბრე. ის დუღულის დროს მედიცინურად კეთილშობილ სოკოს გამოყოფს, რომელიც ორგანიზმიდან ხვეტავს მავნე ქოლესტერინს და კიბოს უჯრედებს კლავს. მეტაბოლიზმის დარღვევის დროს, მხოლოდ წითელი ბრინჯი გამოიყენეთ.
3-ხშირად განვმარტავ–ართრიტი და ართროზი სხვადასხვაა. ართროზი არის სახსრის გადაგვარება, ხრტილის დაშლა. ხრტილის აღდგენა ვერ მოხდება, თუ ამინომჟავა ლიზინის ცვლას არ გავედევნებით. თუ ლიზინზე არ არის აქცენტი, დანარჩენი წამლები , მხოლოდ ფარმაციის სატყუარაა. საკვებიდან ლიზინს ეხმარება-ნიგოზი, ნუში, ქიშმიში, ლეღვი, კვერცხის გული, ბუნებრივი საფუარი, ჟელატინი.
4-დიაბეტიანებმა ხშირად უნდა გამოიყენონ დარიჩინი.
5-თუ ექიმის და წამლის ფული არ გაქვთ, ხართ შებერილობისკენ მიდრეკილი ანუ ღვიძლის დაზიანებაა, ასევე გაქვთ ქოლესტერინის სიჭარბე, მეხსიერებასაც უჩივით, მენოპაუზის პერიოდია და ჰორმონული დისბალნსებიცაა , პერიოდულად გამოიყენეთ სალბის ნაყენი. ეფექტი ძლიერდება ,თუ მას ლიმონს და თაფლს დაამატებთ.
6-თუ მარკეტში სოკო-რეიშს გადაეყრებით, აუცილებლად იყიდეთ და ხშირად გამოიყენეთ. ასუფთავებს ძვლის ტვინს , სისხლს და ლიმფას; ღვიძლის პროტექტორია ;გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს.გამოდევნის ონკოლოგიურ რადიკალებს.ვიყენებ- სიმსივნეების დროს.ვიყენებ დამხმარედ -კისტების, ფიბროზების და მასტოპატიების დროს.ალცჰაიმერის პროფილაქტიკაა. მისი შემადგენლობა ეხმარება ბრონქოექტაზიას და ფქოდის დროს ფილტვ-ბრონქის უკმარისობით დატანჯულ ადამიანებს.
7-ხურმა შარდმდენია. იმუნიტეტს ამაღლებს. თიროზინის შემცველობის გამო, სიბერეს გადაავადებს ძალიან. მითითებულია სიმსივნეების დროს. შეიცავს კატეხინებს რაც სიმსივნისგან იცავს. წნევას ამცირებს. ღვიძლის გამწმენდია. წონაში აკლებინებს, რადგან ებრძვის კორტიზოლის სიჭარბეს. ნაოჭებს ასწორებს, რადგან შეიცავს კოლაგენისმაგვარ ცილას. ჰემოგლობინის სტაბილიცაზიას და ძვლის ტვინის გაწმენდას ეხმარება. ორი წლიდან გამოიყენეთ ბავშვებშიც. არ მიი ღოთ დიაბეტიანებმა, რადგან ძალიან სწრაფად აწევს შაქარს. მიიღეთ დაბალი წნევისკენ მიდრეკილებმა. ყველაზე ანტიბაქტერიული ხილია, სადაც მიკრობების რაოდენომა მინიმუმია, რადგან ყინვების შემდეგ მწიფდება. ხოლო ყინვის დროს, მასში წარმოიქმნება ონკოლოგიური რადიკალების წინააღმდეგ მებრძოლი ნივთიერებები.
8–დიათეზი ნებისმიერ ასაკშია და რეგულირება სჭირდება1–ექსუდაციური დიათეზია–როცა პატარას თავზე გნეისი და იღლიის ფოსოს ან საზარდულის მიდამოს გამოყელვა აქვს. მას მიეკუთვნება ყველა ასაკში წითელი ლოყები. 2-ალერგიული დიათეზია,როცა ბრონქული ასთმა აქვს ადამიანს. ასევე კანის დაავადებები ალერგიული გენეზის. 3–ლიმფურ–ჰიპოპლაზიური დიათეზია–ჭარბი წონა, ადენოიდები, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;ქოლესტერინის სიჭა რბე; გულსისხლძარღვთა დაავადებები;ენდოკრინული, ჰორმონული მოშლილობები და სხვა . 4–ნერვულ-ართრიტული დიათეზია–შფოთი, სახსრების დაავადებები და სხვა. თუ ამ რკალში არ განვიხილავთ დაავადებებს, ისინი არასოდეს არ მორჩებიან.
9-თუ იდაყვების მოხრის არეში, კანი , პერიოდულად გიმუქდებათ და გიუხეშდებათ, თქვენ გაქვთ დიაბეტი. ის , იმუნიტეტის დაცემის გამო, ხან ათეული წლები არ გამოვლინდება. მაგრამ ,ეს უტყუარი დიაბეტია, განსაკუთრებით , ევროპულ პედიატრიაში ,ეს დამადასტურებელია ბავშვთა დიაბეტების. საერთოდ, ჭარბწონიანი ადამიანების 90 პროცენტს ლატენტური დიაბეტი აქვთ. შეიძლება ის ადრე გამოვლინდეს ან ძალიან გვიან. ადრე გამოვლინდება იმუნიტეტის ან ძლიერი შეზღუდვის ან ძლიერი მატების დროს. პრედიაბეტის დროს, როცა ძალიან მცირედაა შაქარი მომატებული, ამით ჰიპოფიზი იძლევა სიგნალს, რომ მეტაბოლური მოშლა პიკშია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს , რომ დიაბეტის დროს გამოყენებული შაქრის დამწევი საშუალებები ხანგრძლივად გამოვიყენოთ. ეს ძალდატანებაა და პირიქით ,მეტაბოლიზმის მეტ ნგრევას იწვევს. ევროპული მედიცინა ამ დროს შაქრის დამწევ პრეპარატებს ძალიან დაბალი დოზით, დროებით და სენსიტიური კონტროლით იყენებს .მცირედ მომატებული შაქრის დროს, თუ შაქრის დამწევ პრეპარატებს იყენებთ, მაშინ უფრო ხშირად გჭირდებათ გლუკოზის კონტროლი. პრედიაბეტი მეტაბოლიზმის მოშლაა და გაფრთხილებს მეტაბოლური გამოსწორების საჭიროებებზე, რომ დიაბეტი არ განვითარდეს. პერიოდულად, როცა იოდის რიცხვი ,მიღებული საკვებით ბალანსირდება გამუქებული კერები უფერულდება.
10-მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მეცნიერთა პოლიკომპლექსური სამეცნიერო კვლევებით,რომელსაც უკვე ყველა ევროპულ სამეცნიერო ჟურნალებში წერენ და უკვე ყველასთვის ცნობილია, სამყაროშ ი კვანტური გადასვლის ბოლო ეტაპი იწყება. ამ ეტაპს ახასიათებს–გახშირებული დეპრესიები, თვითმკვლელობისკენ მისწრაფებები; თავრუხვევების სიჭარბე; ტინიტუსები , ყურებში მომატებული ხმაურით ;ცხელებით მიმდინარე დაავადებების გახანგრძლივება;თრომბირების პროცესების მატება;წონის მატება კვების მიუხედავად;სისხლის და ლიმფის დაბინძურება;ცილების დაშლა და ამის გამო უამრავი დაავადება, მათ შორის ინფარქტის და ინსულტის სიხშირე ; სისხლძარღვებისა და არტერიების სწრაფად დაბინძურება, ჩიყვების, დიაბეტების გამრავლება, ინვალიდობის ზრდა ,ადვილი სიკვდილობა და სხვა. ყველაზე მთავარი გადამრჩენელი ადამიანის , ამ დროს არის-სხეულის ფიზიოლოგიური გაწმენდა და ფსიქიკის უარყოფითი აურისგან გაწმენდა.საჭიროა- სრულფასოვანი ძილი, ნატურალური საკვები,სუფთა წყალი, მინერალური აბაზანები,მეტი სუფთა ჟანგბადი;შურის, წყენის ,ბოროტების და სიხარბისგან ფსიქიკის გაწმენდა. მეტი ყურადღება და სიყვარულია საჭირო ბუნებისადმი, სადაც კონცენტრირებულია, ყველა სუფთა გრძნობა .ადამიანებს გადაარჩენს სიყვარული და სიმშვიდის მოპოვება. ეცადეთ ყველაფერი ხელოვნური მოიშოროთ ,ტანსაცმელიდან და ნივთებიდან დაწყებული, ბოღმიანი ახლობლების ჩათვლით. ადამიანმა უნდა იცხოვროს ტვინიერი სუთქვით. უპირველესი კი, ჯანმრთელობის განახლებაა , ორგანიზმის სრული გაწმენდით–ყველა მავნე ,უცხო ბინადრებისგან და შლაკებისგან. მაგალითად , ტინიტუსები რომლებიც ამ პერიოდში რიცხობრივად გამრავლდა, ასევე შაკიკები, ტვინისგან იმის სიგნალია, რომ ორგანიზმი გადატვირთულია არასაჭირო, მავნე, მუტანტური უჯრედებით და ნივთიერებებით.
11-ყველა დაავადების მექანიზმში ნერვული სისტემა მონაწილეობს. მისი მთავარი ფიზიოლოგიური ფუძეა-ნეირონი, რომელსაც ახასიათებს ტკივილის, აგზნების, ემოციის, გატარება სხვა ნეირონებზე. ორგანიზმში შეჭრილი მიკრობი ან ვირუსი გააღიაზიანებს და პათოლოგიურად გაზრდის ნეირონის და ასევე სიხლძარღვების განვლადობას, ანუ როცა ფაშარი ხდება სისხლძარღვი და ვეღარ აკავებს ორგანოებისკენ მიმავალ ტოქსინებს. ამ დროს ნატრიუმის იონები ჭარბად შედიან უჯრედებში, ხოლო კალიუმის იონების უჯრედებიდან გამოსვლა დაყოვნებულია. ფიზიოლოგიურ რიტმით ეს ფოზიოლოგიის კანონია დაწერილი. შედეგად ამისა, მემბრანის გარე ზედაპირზე მცირდება დადებითი იონების რაოდენობა.უარყოფითი მუხტები ჭარბად მიიღება.მემბრანის შიგნით დადებითი მუხტი იმატებს . რაც მთავარია ,ხდება პოტენციალთა სხვაობა.ამ მექანიზმის გამო ირღვევა, ყველა ნერვული უჯრედის ფიზიოლოგიური ფუნქცია, ნებისმიერი დაავადების დროს.ამ მექანიზმს თუ მივყვებით არცერთი დაავადების დროს ადამიანი არ დამძიმდება. ამის ილუსტრაციაა იონური შემცველობის დისბალანსი.კერძოდ, ნატრიუმის იონები მცირდება სისხლში,ქსოვილოვან სითხეებში ნატრიუმ- კალციუმის ბალანსი ირღვევა მკვეთრად. ეს ხდება და იწვევს დაავადების გამწვავებას, მაგალითად შაკიკის, ასთმის შეტევის, ფილტვებში ანთების და სხვა მდგომარეობების დროს. უპირველესად ,ამის რეგულირება, დაავადებების სწორად მართვაა. ნატიუმ-კალიუმის ტუმბო ყველაზე მეტად პათოლოგიურად ირყევა, არასწორად დანიშნული მედიკამენტების დროს.ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმის სპეციფიურობაა აერობული პროცესების განვითარება. ყველაზე მეტ ჟანგბადს ითხოვენ თავის ტვინის ნეირონები.ამიტომ, მაგალითად ,გულის წასვლის დროს,როცა ჟანგბადის მიწოდება ტვინში 15წამამდე ყოვნდება, ტვინის ნეირონებში მეტაბოლური კრახი და ენერგეტიკული პროცესის მწვავე დარღვევაა. ჟანგბადის ათვისების დაქვეითების სხვა მაგალითებია-მავნე ნივთიერებების შესუნთქვა არაკონტროლირებადი საამქროებიდან ;სუნთქვის მთავარი სასიცოცხლო ფერმენტის-ციტოქრომოქსიდაზას ბლოკადა, რომელიც ხდება -ანემიების, დიაბეტის გამწვავების, თირკმლის დაავადებების გამწვავების ;ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის; ასევე , ღვიძლის ინტოქსიკაციების, რომელსაც ჩვენში ხშირად ხასიათობრივ ნევროზს ეძახიან, არატვინიერი მიდგომით, ასევე, ნარკოტიკების მოხმარებისას;ჰორმონების ქიმიური და არა ნატურალური სახით ხანგრძლივი მიღებისას; არასწორად ნამკურნალები დაავადებების, მათ შორის წნევის დამარეგულირებლების არამიზანმიმართულად გამოყენების და სხვა დროს. როგორც ხშირად ავღნიშნავ , ყველაზ ე მეტი ნუტრიცია ნერვულ უჯრედებს სჭირდებათ. ისინი უკიდურესად სენსიტიური არიან ჟანგბადის ნაკლებობის დროს. გახანგრძლივებული ჟანგბადის ნაკლებობის გამო მათში ირღვევა ბიოსინთეზი და მეტაბოლიზმი. გროვდება მეტაბოლიტები რძის მჟავას სახით. ამ დროს ხდება ,მაგალითად–ან წნევის აწევა ან ასთმის შეტევა ან შაკიკის შეტევა ან გულის შეტევა ,თრომბწარმოქმნის გამალებული პროცესის ფონზე.ამ დროს . სწორედ ამ მომენტში ,იზრდება არაორგანული ფოსფორის, გოგირდის და ამონიაკის რაოდენობა, ხოლო აცეტილქოლინი ამ არეში მასიურად იშლება. .ამის შედეგია ნეირონების კვდომა და ციტოპლაზმის ნგრევა.ეს მექანიზმები აქ ბევრჯერ მაქვს ახსნილი სულ სხვა მხრიდან. თუ როგორ ხდება ამ დროს ტვინის ინტოქსიკაცია და ინსულტის ბაზისის შექმნა. მაგრამ, სამწუხაროდ ამ მექანიზმების ახსნის მაგივრად, ხასიათობრივი ნევროზის დასკვნაა, მექანიზმების უცოდინარობის გამო.ამ პერიოდში ამავე მექანიზმის დროს აუცილებლად შეჩერდება ნაღვლის დინება და ის ჩამორჩება დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ , ჯანმრთელ რიტმს. რაც იწვევს თრომბირების გადასროლას ტვინში და წნევის ,თუნდაც, მცირეზე აწევას. ასეთივე მექანიზმი მიმდინარეობს , ორგანიზმში შაქრის დაცემის დროს ანუ გლუკოზის ნაკლებობისას. რადგან, ნერვული ქსოვილის ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის შაქარი მთავარი საარსებო წყაროა. გლუკოზის გარეშე თუ დარჩა ტვინი სამი საათი, მასში მილიონობით ნეირონები იღუპება.თუ ადამიანის მეტაბოლიზმი დარღვეულია, რათქმა უნდა, პანკრეასის ლატენტური დაზიანები ს ფონზე, გლოკოზის ფორმები უნდა შეიცვალოს. რადგან, ჩვეულებრივი შაქრის ათვისება პრობლემურ პანკრეასს უჭირს. ამიტომ ხშირად გეუბნებით, რომ უნდა გამოიყენო თ ქოქოსის შაქარი ან სტევიას ტაბლეტები. რადგან, გლუკოზის გარეშე მეტაბოლიზმი ინგრევა. უშაქრო ყავა ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა სიცოცხლის გზაზე.ნერვული უჯრედი მაღალსენსიტიურია ჰიპოგლიკემიისადმი. ის კვდება დაბალი შაქრის დროს. ამ დროს ნერვული უჯრედის ჟანგვითი რეაქციები ქვეითდება 30 პროცენტით. ამიტომ, რომელიმე ტიპის შაქრის სახეობის გამოუყენებლობა სასიკვდილო პროცესების წინაპირობაა. ნერვული უჯრედის ფუნქციას, ძლიერ შლის ბე ჯგუფისა და პპ ვიტამინის ნაკლებობა. ბე პირველ ვიტამინზე ახალ- ახალი ინფორმაციებს დაუსრულებლივ ვაქვეყნებ. ამოუწურავია მისი სასიცოცხლო შესაძლებლობები. დროს ჩამორჩენილ მედიცინის მუშაკს და განუვითარებელ ადამიანებს, ვიტამინები გასაფუებელი ხელოვნური ფხვნილი ჰგონიათ,რომელიც აფთიაქში იყიდება. მე ვსაუბრობ ნატურალურ ვიტამინებზე, რომლებიც ქმნიან ჰორმონებს, ცილებს, ამინომჟავებს ,ფერმენტებს და საერთოდ სიცოცხლეს. ადამიანს ჭარბი წონა იმიტომ აქვს , რომ მას აკლია ვიტამინები და მოშლილი აქვს ამის გამო მეტაბოლიზმი. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ——- რომელი და რამდენი. ეს არის ნებისმიერი დაავადების მორჩენის საიდუმლო. მეტაბოლიზმი დღევანდელ პირობებში უმრავლესობას მოშლილი აქვს. ამერიკიული მედიცინის წლევანდელი ხანგრძლივი კვლევით დადასტურებულია, რომ ბე პირველის ცვლის ბოლომდე დარღვევა უკვე კარების გაღებაა და დიაბეტის გამოვლინება. მისი ცვლების დარღვევის დროს ჟანგვითი პროცესები მოშლილია, ენერგია არ გროვდება ადამიანში. გლუტათიონს მსოფლიო მედიცინამ, ბოლო წლებში უწოდა–ნერვული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ვიტამინი. მისი ცვლა კი, არ კომპენსირდება პპ ვიტამინის ნორმის გარეშე.
12-გარეულ ცხოველთან შეხებისას, შეიძლება ,გულში უცებ ლოკალიზდეს ექინოკოკები ან სხვა ორგანოებში. რაც უმეტესად სახსრების დაავადებების სახით გამოიხატება. ექინოკოკების გამოყვანა ორგანიზმიდან ხანგრძლივი პროცესია.
-13— თუ ბევრი კბილი გაქვთ დაზიანებული, ცხოვრების მანძილზე, ყველაზე მეტ ი პარაზიტი თავის ქალასა და ტვინში გქონიათ.
14–დაბალი და მაღალი ინსულინი პანკრეასის უკმარისობაა.
15–ქრონიკული პანკრეატიტი ინსულინის გამომუშავებას აფერხებს. ეს მთავარი მიზეზია დიაბეტის. ამდენი დიაბეტით დაავადებული იმიტომ არის, რომ მათ ყველას ,ფონად -ქრონიკული პანკრეატიტი აქვთ და არ ხდებოდა მისი რეგულირება.
16-კალიუმი ზრდის ბალანსს, მჟავა -ტუტოვანი რეაქციის დროს ტუტის სასარგებლოდ. ამიტომ მისი დარეგულირება საუკეთესოა სიმჟავის დასაძლევად.
17—–ლიპაზას თუ ადექვატურად შეემატება ნაღვლის ახალი დოზა, ნაღვლის სიტემის ნორმული მუშაობის დროს, ის 30ჯერ მეტ ცხიმს დაშლის.ანუ თუ ადამიანი მსუქანია, ის ვერ გახდება, თუ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე არ იმკურნალებს.
18–გაციების და ვირუსების დროს, საუკეთესოა ძველი მეგრული სუფი-ტიბუ-ნიორი, ქონდარი, მჭადის ფქვილი.მე ვამატებინებ-ერთ ნაჭერ ლიმონს ან კოჭას. ქონდარი მეტაბოლიზმს აწესრიგებს.ყველა დიაბეტიანმა, თითქმის, ყველა საკვებს ხშირად უნდა დაამატოს ქონდარი. ვირუსის დროს, ყველაზე მეტად მეტაბოლიზმი მოიშლება. ნიორი , ისევე როგორეც გუანაბანა , ალიცინებს შეიცავს და ყველაზე ძლიერ ტოქსინებს, მათ შორის კიბოს რადიკალებს გარეთ აძევებს.მჭადის ფქვილი კა2 ვიტამინს შეიცავს, რომელიც სისხლდენის და სისხლძარღვის გახეთქვის საწინააღმდეგოა. ყველაფერი ეს ისედაც ქმნის ანტითრომბულ განწყობას. რაც ვირუსის დაძლევის მთავარი პირობაა.
19-ევროსტანდარტით მითითებულია 10 ჩამონათვალი, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს აახლებენ, დავადებებს აცილებენ და ხელს უწობენ, არასოდეს არ დაბერდეს ადამიანი. 1–ავოკადო. ყველაზე მეტი ე ვიტამინი ავოკადოშია. ე ვიტამინის სრული ბალანსი არის იმის გარანტი, რომ თრომბირების პროცესები არ მიდიოდეს ორგანიზმში. ის ვენის კედლის ყველაზე ძლევამოსილ ნუტრიციად ითვლება მსოფლიო მედიცინაში. ე ვიტამინის ცვლა თუ დარეგულირდა, სრულიად ზედმეტი იქნება სისხლის გამათხიერებლები, რომლებიც დაუსრულებელი დროით ინიშნებიან დღეს და სისხლძარღვის კედლის ყველაზე მნიშვნელოვანი დამზიანებლები არიან. ავოკადოში კალიუმიც ბევრია. იგი შეიცავს სახსრის ხრტილის ყველაზე მთავარ კომპონენტს -ბევრ ჰიალურონის მჟავას. ავოკადო ხელს უშლის კიბოს დამართებას. ის შეიცავს–ფოტოქიმაკილბეს და ფიოტუნრტოტნბეს. ისინი ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ავოკადო აუცილებელია ანემიების დროს; წნევის, ტვინის, თვალის სიჯანსაღისთვის. 2-წითელი , ტკბილი კარტოფილი. 3–ზეითუნის ზეთი, რომლებზეც ბევრჯერ გვისაუბრია. 4–ბლუბერი–მოცვი.ანტოციანინების და ცე ვიტამინის უძლიერესი კომბინაციაა. აძლიერებს ცილა კოლაგენს, რომელიც ცილების საყრდენია. 5–ნიგოზი, სეროტონინის შემცველობის გამო, თუთიის უხვ ფონზე ეხმარება დეპრესიას, უძილობას და ქოლესტერინის დაბალანსებას. ადამიანმა მითხრა ,ექიმმა ნიგოზი ამიკრძალა ცხიმს და ქოლესტერინს აგიმაღლებსო. ამერიკულ და ევროპულ მედიცინაში ნიგვზის ზეთის კაფსულები, ქოლესტერინის დასაბალანსებლად არჩევის პრეპარატია. 6-ისპანახი–რადგან შიგ არის ყველაზე უნივერსალური კომპონენტები დიდი რაოდენობით —ლუთეინი, ალფა ლიპოის მჟავა და ბე9 ვიტამინი. ვინც ქოლესტერინების დალაგების მექანიზმები იცის, მან ასევე იცის, რომ ეს არ მორჩება და ინფარქტი და ინსულტი არ აიცილება, თუ ბე 9ის ცვლას არ დავარეგულირებთ. ისპანახს საბჭოთა მედიცინის ისევ მიმდევრები აკრიტიკებენ. რათქმა უნდა ბევრი ჭამა მისი არ შეიძლება, რადგან ის ფაქტიურად წამალია. ერთი თასი ისპანახით გამოძღომა, თავისთავად გამოიწვევს ინტოქსიკაციას. ალფა ლიპოის მჟავის ყველა ფრაქციას თუ ვერ დაარეგულირებ, ისე ვერ აცოცხლებ კიბოთი დაავადებულს. რადგან, მან უნდა ხელი შეუწყოს ახალი უჯრედების წარმოშობას.ასევე ვერ აიცილებ სკლეროზსაც და მხედველობის დაკარგვასაც. 7–კოკონატი ანუ ქოქოსი. გიმეორებთ–გამოიყენეთ ქოქოსის შაქარი. მიუხედავად ამდენი კონტაქტებისა, მე პირადად მისმა აქტიურად გამოყენებამ ამაცილა კოვიდის საფრთხე. 8-პაპაია-მას ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველდღე მიირთმევენ უბრწყინვალესი კანისთვის. რომ არ იყოს აკნე და კანი ვარსკვლავურად ციმციმებდეს. ის შეიცავს ძლევამოსილ ანტიოქსიდანტს-პაპაინს, რომელიც ისე აჯანსაღებს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს–კანს, რომ კანი აღარ ატარებს კიბოს თავისუფალ რადიკალებს. პაპაინი ფერმენტია, რომელიც დაცემული აქვთ დაბალწნევიანებს. მე მას წლებია დაბალ წნევაზე ვნიშნავ. ძალიან ფრთხილად სჭირდება დოზის რეგულირება , რომ დაბალწნევიანი მაღალ წნევაზე არ დასვას. საუბარია მედიკამენტად მიღების დროს. , როგორც ხილი არ არის საშიში. ის სტიმულატორია ენერგიის. 9-ისევ და ისევ მწვანე ჩაი. მასზე ბევრი გვისაუბრია. ხაზს გავუსვამ მის ახლად აღმოჩენილ თვისებას ევროპული კვლევებიდან-ის იცავს მზის დაკვრისგან და ხელს უშლის სისხლის კიბოს პროვოცირებას. ის შეიცავს კაფეტინებს , რომლებიც ახალ უჯრედებს ქმნიან და დაბერებიგან იცავენ ორგანიზმს. მაგრამ, შედეგისთვის, ის საჭიროა ორი ან სამი ფინჯანი დღეში. თუ მწვანე ჩაის ძალიან მუქს დააყენებთ, მან შეიძლება ნორმაზე ზევით აწიოს წნევა. მაგრამ, თუ ზომიერად და მსუბუქად დააყენებთ, მაშინ პირიქით, ხელს შეუწყობს მაღალი წევის დაბლა დაწევას. ანუ გამოიყენეთ ზომიერად. ძალიან რთულ და მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს და ზომიერად და მსუბუქად დააყენეთ ნაყენი.
20-ადრე უფრო დეტალურად ავხსენი ახლა მოკლედ შეგახსენებთ–ჰორმონი გრელინი ატყობინებს ტვინს რომ შია ორგანიზმს. სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ახშობს გრელინის ცვლას და გამომუშავებას და ძალიან აძლიერებს მადას .ჰორმონი ლეპტინი მომატებულია ყველა ჭარბწონიანში და ასევე მომატებულია დეპრესიის დროს, ნებისმიერი წონის ადამიანში. ლეპტინი არის მეტაბოლიზმის მეფე. მასზეა დამოკიდებული ადამიანის გახდომა და კარგი ფიგურა.ლეპტინი მადის ლაგამია. ეუბნება ტვინს –აღარ გინდა მეტი საჭმელიო.ლეპტინი ეხმარება მეტაბოლიზმს და უჯრედებს-მოიგერიოს კალორიები. ოღონდ მაშინ, თუ ის ნორმაშია.თუ ლეპტინი ნორმის ფარგლებშია, მაშინ არ არის წნევა, არ არის სიმსუქნე, ნორმაშია კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ცვლები. ლეპტინი ყველა ორგანოს აკონტროლებს.ლეპტინი ადიფერენცირებს კაცს და ქალს.თუ ადამიანს დიდი მუცელი აქვს, ლეპტინის ცვლა დანგრეულია. აკონტროლე ლეპტინი და ამით აკონტროლე ჯანსაღი სიცოცხლე. .ქოლეცისტოკინინი ყველა მსუქანს დაბლა დაცემული აქვს. მისი სიდაბლის შემთხვეავში ფერმენტების ცვლა დაღვეულია და პანკრეასი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი შეფერხებით მუშაობს. ნეიროპეპტიდ გამა მადას ამგელებს და ნახშირწყლების დაუოკებელი სურვილია. ანუ ნამცხვრების.
21–დაავადებულ ღვიძლში ამონიაკის გამანეიტრალებელი მექანიზმი მოშლილია. ამიტომ, თრომბული მასები ან მიკროთრომბები ღვიძლიდან მუდმივად თავის ტვინში გადაისროლება. არ არსებობს ინსულტიანი, დაავადებული ღვიძლი რომ არ ჰქონდეს. ამიტომ არის, ღვიძლით დაავადებულს 120 ან 130 წნევაზეც თავის ტკივილი აქვს. ამონიაკის დარღვევა ნიშნავს ,შარდოვანას ცვლის მოშლას. შარდოვანა და კრეატინინი, რატომღაც, მარტო თირკმლის უკმარისობის ტესტები ჰგონიათ. ამონიაკის დაგროვება ტვინს წამლავს. ეს ყველაზე მეტად ხორციელდება ტინიტუსის და შაკიკის დროს. ამიტომაა არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, მათი მომავალი-ინსულტი.შარდოვანას ანალიზი საჭიროა ღვიძლის კარგი გამოკვლევისთვის. ის ამონიაკის ცვლაზე მიგვანიშნებს.