უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონბასში, რუსი სამხედროები უკრაინის პოზიციებზე შეღწევას ცდილობენ. ინფორმაციას მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს:
„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის ფრონტის სიახლოვეს, დააფიქსირეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა.” ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოაშკარავების შემდეგ, რუსებმა უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიხიეს.
“გაერთიანებული ძალების ერთეულები აკონტროლებენ სიტუაციას და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში