ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში: შრომასა და ნატანებში 2022 წლის 29, 30 და 31 იანვარს გაიმართება ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით, შესაძლებელი იქნება როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ჩაიტარონ ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში.
ვაქცინაციის მსურველ პირებს გთხოვთ, მიმართოთ თქვენს სოფლებში მერის წარმომადგენლებს, დეპუტატს, სოფლის ექიმს ან მობრძანდეთ თქვენი სოფლის ამბულატორიაში დილის 11:00 საათიდან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ” – მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
ოფიციალური ინფორმაცია