„ბლექ სი არენა“ სეზონს 28 მაისს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

„ბლექ სი არენა“ 2-წლიანი პაუზის შემდეგ OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება.

სეზონი ცნობილი ამერიკული პოპ-როკ ბენდის OneRepublic-ის კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ 28 მაისს გაიხსნება.

კონცერტის ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან ვებგვერდის – www.bsa.ge საშუალებით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება.  კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია  მაყურებელს დასამახსოვრებელ დაბრუნებასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს პირდება.

„Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის რომ 2022 წლის თავგადასავლის არც ერთი პუნქტი არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გაგაცნობთ. Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. ბოლო წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად, Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს, ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, – აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share