რუსი ოპოზიციონერი, დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს – აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და განმარტავს არშმემოშვების მიზეზს:
“დიმიტრი გუდკოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის , 11-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად” – აცხადებენ უწყებაში.