ნავთობის უდიდესი კარტელი OPEC და მოკავშირე მწარმოებელი ქვეყნები ფრთხილობენ გლობალურ ეკონომიკაში დაწყებული აღდგენითი პროცესების გამო და ნავთობის მიწოდების მხოლოდ ფრთხილ აღდგენას აანონსებენ. ეს კი თავის მხრივ, ინარჩუნებს ნავთობის მაღალ ფასებს, რომელიც შვიდი წლის მაქსიმუმს უახლოვდება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ნაბიჯის შიშის ფონზე.
OPEC-ის წევრების ალიანსი, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და არაწევრი ქვეყნების ალიანსი, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ოთხშაბათს შეთანხმდნენ მარტში დღეში 400,000 ბარელის მიწოდების დამატებაზე. ეს ემთხვევა OPEC+ ჯგუფის გეგმებს, რომლებიც ასევე ამ რაოდენობის მოპოვებას პროგნოზირებდნენ, ღრმა დეფიციტის შესანარჩუნებლად.
ამ პროცესების ფონზე კი ნავთობის ფასები 2014 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ კი აშშ-ი ნავთობის ფასი ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1.2%-ით გაიზარდა და 89.28 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Brent ფასმა 90.09 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამ პროცესებმა, თავის მხრივ ზეწოლა გაზარდა ამერიკის ნავთობის მოპოვებაზე, რომელიც ამაოდ ცდილობს შეაჩეროს კარტელის მიერ პროვოცირებული ნავთობის ფასების ზრდა. თუმცა, გლობალური ეკონომიკის აღდგენის ფონზე, ამერიკის გაზრდილი მოპოვება ვერ ახერხებს კარტელის მიერ ხელოვნური დეფიციტის დაბალანსებას.