ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და ამ თემის ირგვლივ გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ჯერ იძახოდნენ,რატო არ ჩამოდის,ეგრე სადაა ძმაო, სხვის გაწყობილ სუფრაზე სტოლის თავში უნდა დაჯდომაო?! მერე ამბობდნენ,იმიტომ არ ჩამოდის დაჭერის ეშინიაო! ჩამოვიდა,დაიჭირეს და ახლა ამბობენ თუ მაგარია რატო არ გამოდის გარეთო?! რომ გამოვა,მერე იტყვიან რას გამოდიოდა თუ პირველობა უნდოდა,ვერ დარჩა იქო!” – წერს ასკურავა.