“”ოცნების” იდეები დავიდა ღარიბაშვილს და კობახიძეს შორის ძალაუფლების განაწილებაზე”-უგულავა

გიგი უგულავა ამბობს, რომ ნათია თურნავას გადაყენება ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან არ ემსახურება მოქალაქეთა კეთილდღეობას და ეკონომიკის გაუმჯობესებას და ის, რაც ხდება, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება.

ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას, ეკონომიკის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ფაქტია ის, რომ ძალაუფლების გადანაწილება მიდის. რამდენიმე მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს ივანიშვილი მთლიანად აბარებს ღარიბაშვილს, ხოლო პარლამენტს მთლიანად აბარებს კობახიძეს. 

მინდა, ქართული ოცნების ამომრჩევლებს ვუთხრა – თქვენც იგივენაირად გტკივათ ეკონომიკური სიდუხჭირე, ინფლაცია და უბედურება და გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილმა თქვენც, ვინც მას ყველაზე მეტად უჭერდით მხარს, ივანიშვილმა დაგტოვათ გაუნათლებელი, აბსოლუტურად დაუბალანსებელი ღარიბაშვილის და შეშინებული და შლეგი კობახიძის ამარა. მთელი ის იდეები, რითაც ქართული ოცნება მოვიდა, დავიდა ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის ძალაუფლების განაწილებაზე. ქართველ ხალხს ამასთან კავშირი არ აქვს და ამისგან არაფერს უნდა ელოდოს”. – თქვა გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, ნათია თურნავა ამორალური ადამიანი იყო, შესაბამისად, ის კეთილდღეობას ვერ მოიტანდა.

“თურნავა ეკონომიკის მინისტრი იმთავითვე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რო წავიდა, ძალიან კარგია. იმიტომ, რომ ეკონომიკას და სიდუხჭირეს თავი რომ დავანებოთ და ამ ქალბატონმა ვერაფერი ვერ ქნა და ცალკე აღებული ვერც იზამდა, უბრალოდ ამორალური იყო. 20 წელია, მას ვიცნობ და არასდროს დამავიწყდება, სააკაშვილის შიმშილობის 30-ე თუ მე-40 დღეს გამოვიდა და გაბღენძილი ტონით თქვა, რომ არ აინტერესებს ადამიანების შიმშილობა. ეკონომიკის მინისტრს. ამორალური ვერასდროს მოიტანს კეთილდღეობას”. – თქვა გიგი უგულავამ.

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დღეს, 9 თებერვალს დატოვა. მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია შაბათის ფორმულამ 5 თებერვალს გაავრცელა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share