“ბათუმის სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა ბიუჯეტს 1 მილიონი დაუჯდა” – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს და წერს, რომ სკამებს, რომლებშიც ბიუჯეტიდან 225,000 ლარი დაიხარჯა, განთავსებიდან მალევე ფერი გადაუვიდა და მათი პარკიდან გატანა გახდა საჭირო.
2021 წლის აგვისტოში ბათუმში სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარზე 997,600-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. თითო ხის ურნაში ბათუმის მერიამ 1,200 ლარი გადაიხადა, ბეჟი ქვისგან ჩამოსხმულ თითო ურნაში კი 1,050 ლარი და ჯამში ორივე 91,500 ლარი დაჯდა.
ამის გარდა, შესყიდვა ითვალისწინებდა რამდენიმე, ფორმითა თუ მასალით ერთმანეთისგან სრულიად განსხვევაბულ სკამებს. ყველაზე იაფი სკამი 750 ლარი ღირდა, ხოლო ყველაზე ძვირ სკამში, რომელთა რაოდნობაც პარკში 60 ცალია, 4,800 ლარი გადაიხადეს. 4,500-ლარიან სკამებს, რომლებშიც ბიუჯეტიდან 225,000 ლარი დაიხარჯა, განთავსებიდან მალევე ფერი გადაუვიდა და პარკიდან მათი გატანა გახდა საჭირო.- წერს ორგანიზაცია