10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 13 245, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 42 943, PCR ტესტით — 25 449.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 32,82%, ბოლო 14 დღის — 29,93%, ბოლო 7 დღის — 32,84%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 10 931;
- აჭარა — 1 876;
- იმერეთი — 3 281;
- ქვემო ქართლი — 1 193;
- შიდა ქართლი — 1 062;
- გურია — 616;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 496;
- კახეთი — 1 101;
- მცხეთა-მთიანეთი — 450;
- სამცხე-ჯავახეთი — 359;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 232, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 291.
1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 41 ადამიანი.