ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის-616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-10 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 13 245, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 42 943, PCR ტესტით — 25 449.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 32,82%, ბოლო 14 დღის — 29,93%, ბოლო 7 დღის — 32,84%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 10 931;
  • აჭარა — 1 876;
  • იმერეთი — 3 281;
  • ქვემო ქართლი — 1 193;
  • შიდა ქართლი — 1 062;
  • გურია — 616;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 496;
  • კახეთი — 1 101;
  • მცხეთა-მთიანეთი — 450;
  • სამცხე-ჯავახეთი — 359;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 79.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 232, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 291.

1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 41 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share