ისრაელის ხელისუფლება უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „haaretz“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ – მინისტრი ნაფთალი ბენეტი ახლა ცდილობს, ისრაელის მოქალაქეთა უკრაინიდან ევაკუაცია რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, ვიდრე იქ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება.
მისმა ოფისმა მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად აარიდონ თავი საჯარო განცხადებებს კრიზისის შესახებ.
გარდა ამისა, ისრაელი მკაცრად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.
ქვეყნის საგარეო უწყების შეფასებით, ამ დროისთვის უკრაინაში ისრაელის 15 ათასი მოქალაქე იმყოფება. ათასამდე მათგანმა უკვე მოითხოვა ქვეყნიდან ევაკუაცია, ვინაიდან, კომერციული ავიარეისები უკვე იშვიათად სრულდება.
ცნობილია, რომ ავიაკომპანიებმა ორშაბათისა და სამშაბათისთვის უკვე დაგეგმა უკრაინაში ისრაელის მოქალაქეებისთვის სამაშველო რეისი.