როგორ გადაარჩნა მჟავანაძემ და მამალაძემ ასკანის ციხე

ამ ადგილს ძველათ ქვიებია გვაბრათი. დებიარობას ქვიებია გვაბრათი. ასკანა თემს დაათქვეს. დებიარობით ასკანის ციხე არის თისპირში.
.
ძველ დროს ამ ციხეს შამოსევია თათრის ჯარი, ესკერები. რომ ჩამოსულარიენ აქანე, ნაწილი დანაწილებულარიენ. ნაწილი ლანჩხუთისკენ წასულა, ნაწილი ქვაბღისკენ წასულა, ნაწილი აქანე დარჩენილა. უნდოდენ საჭმელ-სასმელი. შამოსევია ციხეს. ციხის ერკედარო ფენაზე კტეა, კაცი უბაწროთ ვერ ადიოდა. ზურაულის ფენა ქვია.
.
ესკერეფს მუუხთიენ ცხენებიზა კურტნები და აკეთებენ პწკალასავით რაცხას, კურტნეფს აწყობენ ერთმიორეზე და აკეთებენ ასავლელათ. შით ყოფილა მჭედელი კაცი ბჟავანაძე, კაჲ შეძლებული ვაშკაცი ყოფილა. ნაჭარი კინა ქონებია, გუუგდია საბერველჩი და გუუხურებია. მერე გადააგდო თურმე ეს კინა და გუუჩთა ამ თივას ცეხლი – კურტანში თივა იყო. ხოდა, დეიწვა კურტნები, ვეღარ ევიდენ ზეით და დეიხიენ უკან.
.
მეთვალყურეთ ყოფილა მამალაძე, იმან იყვირა მაგრათ: დამარცხთა თათრებიო! გამიეკიდა სოფლის ხალხმა და დახოცეს თათრები.
.
ბჟავანაძე აქოური ყოფილა, დგანებულა გვაბრათში. იმის ჩამომაულობა ახლა უნდა იყოს აკეთში. ჩვენ სოფელჩი ახლა ბჟავანაძე არაა. თისპირში არის ბჟავანაძე, მარა იმის ჩამომავლობა არაა იგი.
.
მამალაძეს ქვიებია ბჟღარა. კაი ვაშკაჟი ყოფილა, კაი დაყვირება სცოდნია. ხიდისთავს ზეჲთ ნაქალაქევს უძახიენ. ბჟღარა მამალაძე იქოური ყოფილა. ხალხს დამცველები ყოლიენ, დანიშნული ყოფილა დამყვირებლათ ბჟღარა მამალაძე. ხალხი ყოფილა საცხა მიმალული ჟვეროში, კვერ ნახვიდი სახში. სახლის კარებზე ქონებიენ ურდულები. რომ შეჲქნებოდა ხმაურობა, კარეფს ურდულებით ამაგრებდენ.
.
მთქმელი – ვასილ ვასაძე, ჩაწერის ადგილი: ასკანა;
გრიგოლ იმნაიშვილი – გურული დიალექტი 1962 წელი
.
ასკანის ციხე – ანტონ გოგიაშვილი 1905 წელი
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ხე და შენობის გარეთ
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share