ევერესტზე, ყველაზე მაღალი მყინვარი, “სამხრეთი უნაგირი” დნება

ევერესტზე, ყველაზე მაღალი მყინვარი „სამხრეთი უნაგირი“ დნება. კლიმატის ცვლილებებზე ამერიკელი და ნეპალელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია საუბარი

„სამხრეთი უნაგირი“ ევერესტისა და ლხოცეზეს შორის 7 906 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილია. ცნობილია, რომ როცა ალპინისტები ევერესტის დალაშქვრას სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობით ცდილობენ, ბოლო ბანაკს სწორედ ამ ადგილას შლიან.

1990-იანი წლებიდან „სამხრეთი უნაგირი“ ორჯერ შემცირდა, მისი სიმძლავრე კი დაახლოებით 55 მეტრით შემცირდა. მიზეზი ძლიერი ქარი, ტემპერატურისა და ტენიანობის ზრდა გახდა.

მეცნიებერების პროგნოზისთ, ჰიმალაიში დათბობა გაგრძელდება, რაც ყინულის დნობას ისევ გამოიწვევს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share