“უკრაინაში შეჭრა დამოკიდებულია ადგილზე არსებულ სიტუაციაზე” – პუტინი

გერმანიის კანცლერთან, ოლეფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, კითხვას. გააგრძელებს რუსეთი ჯარების უკან გაყვანას, თუ შეიჭრება ის უკრაინაში, ასე უპასუხა:

“რუსეთი იმოქმედებს გეგმის მიხედვით. რა იქნება ეს გეგმა? დამოკიდებულია ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. ვინ შეძლებს ამაზე პასუხის გაცემას, ვერავინ. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენ კვლავ გვესმის, რომ უკრაინა NATO-ში შესასვლელად მზად არ არის და მას ხვალ არ მიიღებენ, მიიღებენ მას შემდეგ, რაც მზად იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის შესაძლოა დაგვიანებული იყოს. ეს საკითხები ახლა უნდა გადაწყდეს, მოლაპარაკებების გზით”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share