რუსეთი მზადაა თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუკი მათ იცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
“რუსეთს არ სურს ომი. ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს არაერთხელ განაცხადა. თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსებისა და თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ჩვენი ქვეყანა მათ დაიცავს,“- განაცხადა ვოლოდინმა.