„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, შევიდნენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობენ.
შენობაში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, მას აინტერესებს გარდაცვლილი ძმის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიება რა ეტაპზეა. ნაზი ფუტკარაძე სასტუმროს სხდომათა დარბაზში შესცვალს ცდილობს, სადაც „ქარული ოცნება“ შეხვედრას მართავს.
ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ ეს ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა.
სამართალდამცავები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შენობიდან გაყვანას ცდილობენ.