ბათუმში, პოლიციის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დაკავებისას, პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი დაშავდა. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბაგრატიონმა თავის არეში დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც ის სამართალდამცველებმა პოლიციის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ჯამში პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდების ენმ-ის 10-მდე წევრია დაკავებული. ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო “ჰილტონში” ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
საკონფერენციო დარბაზთან, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შეხვედრას მართავს, ამ დროისთვის მხოლოდ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე რჩება.