“დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს.
აბსოლუტურად მოვიწონე ის, რაც მოვისმინე, იმიტომ რომ ნამდვილად სწორია. რამდენადაც ვიცი, ხვალიდანვე. საპროტესტო აქციები იქნება, განცხადებები იქნება, შეხვედრები იქნება დიპლომატიურ კორპუსთან და ყველასთან, ვისაც ხელეწიფება და ვისაც ეხება. დღის წესრიგში მისი სიცოცხლის გადარჩენაა. იმიტომ რომ ეს არის საფრთხის ქვეშ, – ამბობს გიული ალასანია.