შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ ის საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯით შეშფოთებულია. კელის თქმით, საქართველოს მთავრობა, თითქოს ცდილობს, რომ რუსეთი ასიამოვნოს.
თემაზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებები რეტროგრადულია და დასავლური მისწრაფებების ქვეყნის ნაბიჯებს არ შეესაბამება.
“მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც გამოიყურება ისე, თითქოს ისინი ცდილობენ ასიამოვნონ, ან შეიძლება უნდა ვთქვა, არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება: მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკან გაბრუნება, ჩემი აზრით, ძალიან რეტროგრადულია და არ შეესაბამება დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნის ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ, როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს”,-თქვა იან კელიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.