უკრაინელები კვდებიან, გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული, ახლავე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის არმია მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, თუმცა დეტალები არ გახმაურდება. ამის შესახებ მან მედიასთან კიევში, პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მხოლოდ მე და ჩვენ არმიას გვეცოდინება ჩვენი ჯარის მკაფიო ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად დამიჯერეთ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვინაიდან ბუდაპეშტის მემორანდუმი აღარ მუშაობს, უკრაინას უსაფრთხოების ახალი გარანტიები სჭირდება.

„საიდუმლო არ არის, რომ ბუდაპეშტი არ მუშაობს. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ უკრაინა ამჟამად არც ერთ უსაფრთხოების ალიანსში არ არის. ჩვენ ვიცავთ თავს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ ეს უკრაინელები კვდებიან. ამიტომაც უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული, ახლავე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share