დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი უკრაინის მოვლენების შეფასებისას, 1853 წელს იხსენებს, როდესაც შოტლანდიურმა გვარდიამ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის მეფის ნიკოლოზ პირველის ჯარი დაამარცხა. ეს კომენტარი უოლასმა ტელეკამერის მიღმა გააკეთა, მაგრამ მისი სიტყვები ბრიტანულმა პრესამ გაასაჯაროვა. უოლასი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის ნიადაგზე სრულიად შეიშალა და სიტუაციას რეალურად ვერ აფასებს. „შოტლანდიელმა გვარდიელებმა ნიკოლოზ I პანღურით გამოაგდეს ყირიმიდან 1853 წელს. ყოველთვის შეგვიძლია ამის გამეორება. ნიკოლოზ I-მა ზუსტად ის შეცდომა დაუშვა, რაც პუტინმა – მას არ ჰყავდა მეგობრები და არ ჰქონდა ალიანსები“, – თქვა უოლასმა.