ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 5 მარტს, 5 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება – გადაწყვეტილება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
“ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.
პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა მელიამ.