BBC უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი მსხვერპლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინული პოლიციის თანახმად, რუსული ძალების მიერ დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოდესის მახლობლად, პოდილსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაშავდა. მათივე თქმით, ქალაქ მარიუპოლში ერთი ადამიანი დაიღუპა.
ასევე დაკარგულია ცხრამეტი ადამიანი.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.
აშშ და დიდი შვიდეული დღეს რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.