კობახიძე ცოდოა, ის დაკარგულია მათ მიერვე გამოგონილ ჭორებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ცოდოა, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, სამწუხაროდ. ის, რომ კობახიძე დაკარგულია მათ მიერვე გამოგონილ ჭორებში და ვერ გაუგია – ერთი დღე ერთს ლაპარაკობს და მეორე დღეს მეორე რამეს, ვერ გაუგია, პრაქტიკულად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება, რაც იწვევს სიბრალულს. თუმცა, ეს მისი არჩევანია და შეუძლია გააგრძელოს ჭორაობა.
სხვათა შორის დღეს ერთი წელი გავიდა, რაც გახარია გადადგა პრემიერის თანამდებობიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში “ოცნებამ” ქვეყანა დააბრუნა წარსულში. ამ ერთი წლის განმავლობაში არ დარჩენილა პარტნიორი, რომელსაც დემოკრატიის გაუარესებაზე აქცენტი არ გაუკეთებია,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.