კობახიძე: სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის

მიხეილ სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის, არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა.

“არ წამიკითხავს წერილი, მგონი, არც არის საინტერესო, მაგრამ არ ვიცი, მისი საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის. რაც შეეხება მის თეორიულ შეწყალებას, პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით არაერთგზის აქვს პოზიცია დაფიქსირებული და ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share