დონბასში, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციაზე, დეპუტატებსა და ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთ პოზიციაზე დონბასში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში. “ხალხის მსახურის” დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ინფორმაცია ტელეგრამზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ პრესმდივანმა იულია პალიჩუკმა გაავრცელა

„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს და თავშესაფარში გადაიყვანეს“, – წერს იგი.

დღეს, 19 თებერვალს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და სხვა დეპუტატები ჩავიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share