ბავშვები, რომლებსაც ბომბავდნენ, არ იყურებოდნენ NATO-სკენ, იყურებოდნენ დაფებისკენ – უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის ემოციური ნაწილი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს.
საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ესაუბრა:
“რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, სამართლებრივად, ეს ხაზი ყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რეალურად კი ეს ხაზი მშვიდობასა და ომს ყოფს.
ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იყო. ბავშვები, რომლებიც არ იყურებოდნენ NATO-სკენ, იყურებოდნენ დაფებისკენ, საკლასო ოთახებში”- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.