“მწუხარებასთან ერთად, ჩვენ განვიცდით სირცხვილს” – წერს “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, დიმიტრი მურატოვი.
„დღეს ყველანი დილით ადრე შევიკრიბეთ რედაქციაში. უბედურება გვჭირს. ჩვენმა ქვეყანამ, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, დაიწყო ომი უკრაინასთან. და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. ამიტომ, მწუხარებასთან ერთად, ჩვენ განვიცდით სირცხვილს.
მთავარსარდალი ხელში ატრიალებს “ბირთვულ ღილაკს”, როგორც ძვირადღირებული მანქანის “ბრელოკს”. შემდეგი ნაბიჯი არ იქნება ბირთვული თავდასხმა? ვლადიმერ პუტინის სიტყვებს შურისძიების იარაღზე სხვაგვარად ვერ ავხსნი.
“ნოვაია გაზეტას” შემდეგ ნომერს ორ ენაზე – უკრაინულ და რუსულ ენაზე გამოვცემთ. იმიტომ რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად.
და ბოლოს. მხოლოდ გლობალურ ანტი-ომის მოძრაობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა ამ პლანეტაზე.” – წერს მურატოვი.
ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსული ჯარების შეჭრა რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის ტერიტორიებიდან დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.