ექიმი ტრვმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს წარსულში ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული, აცხადებს, რომ უკრაინაში მიდის. ნეტგაზეთთან კომენტარში ის ამბობს, რომ უკრაინას დაეხმარება, როგორც ექიმი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს ყველას, ვისაც ქვეყნის დახმარება სურს. ამისთვის მათ ადგილობრივ საელჩოებს უნდა დაუკავშირდნენ.