საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ნარატივს პასუხობს და ამბობს, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს არცერთ მინისტრს და მაღალჩინოსანს ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია.
“ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს. არავინ გაქცეულა. მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ… მიწაზე დაფორთხავდაო, კი არ დავფორთხავდი ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი”– განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო დღეებში და საათებში რუსეთი უკრაინაში არაადამიანურ დაბომბვებს დაიწყებს.
შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების. ჩვენ ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა. დღეს ხვალ და ზეგ ჩემს სახლზე და ასევე 3.5 მილიონი ადამიანის სახლზე, კიევზე, იქნება მიტანილი არაადამიანური შეტევები, დღეს უკრაინას, როგორც არასდროს, სჭირდება თითოეული ადამიანი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.