Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 236 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 910 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 626 282.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.28%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 562 614.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 398 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 128, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 58, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 51, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244 საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 901, აჭარაში – 189, იმერეთში – 502. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 622 პირი, მათ შორის, თბილისში – 269, აჭარაში – 75, იმერეთში – 118. 44 884 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.