ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის- 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-18 იანვრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი.

დღიური დადებითობა 13.34%-ია, ბოლო 7 დღის – 10.26%, ბოლო 14 დღის კი 10%.

7 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 171 დადასტურდა, აჭარაში – 801, იმერეთში – 792, ქვემო ქართლში – 285, შიდა ქართლში – 380, გურიაში – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 302, კახეთში -263, მცხეთა-მთიანეთში – 171, სამცხე-ჯავახეთში – 108, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 55.

საქართველოში COVID-19-ის 1 006 864 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 934 667 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 512 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 57 659 აქტიური შემთხვევაა.

1 015 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 440მკურნალობს, აჭარაში – 136, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 285 პაციენტია, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 45, იმერეთში – 22.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share