document.body.remove()
გურიის მოამბე

გურიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოიტანეს

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გურიაში ჩამოიტანეს.
“ასტრაზენეკას” პარტია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განთავსდა.
ამ ეტაპზე, გურიის რეგიონისთვის 1100 ვაქცინა გამოიყო. აქედან ოზურგეთში – 600, ლანჩხუთში – 300, ჩოხატაურში – 200 ვაქცინის დოზა.
ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში 15 მარტიდან, ხოლო ჩოხატაურსა და ლანჩხუთში 17 მარტიდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები აიცრებიან, რომელთა რიცხვი რეგიონში 1000-ს აჭარბებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights