ოკუპანტებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ხალხს პურსა და წამალს ურიგებდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონში დახვრიტეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო – ამის შესახებ ინფორმაციას УНІАН ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელი ორ ძმასთან ერთად იმ დროს მოკლეს, როდესაც ხალხს პურსა და წამლებს ურიგებდნენ.

“გოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური ილიჩ პრილიპკო გარდაიცვალა, მშიერებს პურს ურიგებდა, ავადმყოფებს წამალს, დაშავებულებს მკურნალობდა და სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. არავინ აიძულებდა მას ოკუპანტების ტყვიების ქვეშ გასულიყო. მას შეეძლო, ისევე როგორც ასობით სხვას, სარდაფში ჩამჯდარიყო. და ვინ გააკრიტიკებდა?! მაგრამ მან იცოდა, რომ მისი იმედი ჰქონდათ და სჯეროდათ”, – ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მოხსენებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share