ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, სუს-მა პრემიერმინისტრის ცოლისთვის მიწების გადაცემის საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო.
ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწების 49 წლიანი ვადით იჯარით გადაცემის შესახებ სუს-ს მიმართა და მათგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა.
მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სუს-მა ფაქტობრივად სასამართლოს ფუნქცია შეითავსა და საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ღარიბაშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, უდანაშაულოდ გამოაცხადა.
„საქმის დეტალები და აღწერილობა კორუფციის შესახებ კანონით დადგენილ სტანდარტს აღემატება და ჩვენი აზრით არის ადმინისტრაციული ორგანოს არაკეთილსინდისიერი გარიგება ან პირდაპირ კორუფცია. თუმცა სუს-მა პასუხი მოგვწერა და ფაქტობრივად შეითავსა სასამართლოს ფუნქციაც და განაცხადა, რომ ის არ აპირებს გამოძიების დაწყებას და გამოძიებისა და ნებისმიერი საპროცესო მოქმედებების გარეშე შეაფასა, რომ აღნიშნულ ოპერაციაში დანაშაული ვერ დაინახა და ფაქტობრივად, პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი უდანაშაულოდ გამოაცხადა“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.
newposts.ge