იუსტიციის სამინისტრომ, 25 წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა

იუსტიციის სამინისტრომ, 25 წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მისი შვილის შესახებ ინფორმაცია შეატყობინა.

გასული წლის 27 დეკემბრით დათარიღებული წერილი უწყებამ გია გოგელიას სახელზე გააგზავნა. არადა, გია გოგელია 25 წელია გარაცვლილია.

“საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო Ministry of Corrections of Georgia Rati Bregadze 25 წლის წინ გარდაცვლილ მამაჩემს რომ ოფიციალურ წერილს უგზავნით ხომ ხართ ღირსები პირდაპირი რეისით გაგიშვათ მასთან!!! მანდ ვინმე არის ჯანმრთელად?!!! რა მიდგომა და რა დამოკიდებულებაა ეს და ამდენს მართლა როგორ ბედავთ!!!! საერთოდ არაფრის პატივისცემა აღარ შეგრჩათ? ან ამდენი გამოთაყვანებული როგორ გყავთ მანდ!!! კაცი 25 წელია გარდაცვლილია და მის სახელზე აგზავნით ოფიციალურ წერილს და ინფორმაციას ატყობინებთ შვილის შესახებ!!! უნიათოები და უსინდისოები რომ იყავით კი ვიცოდი, მაგრამ ასეთს მართლა არ ველოდი!!! არ იფიქროთ რომ ასე მარტივად გაგიტარებთ ამ ამბავს!!! Natia Gedenidze ამ წერილზე ხელისმომწერ ტვინიკოს გადაეცი, რომ მამაჩემის პასუხსაც გამოვუგზავნი და ჩემსასაც არ დავამადლი!!!”_ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გია გოგელიას შვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share