“ბატონო არჩილ, არ გაჭრა ფულის დარიგებამ,მადლობა ოზურგეთლებს,ვინც ფული აიღო და ხმა არ მოგცათ”-გიორგაძე არჩლ თალაკვაძეს

პარტია  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ნუგზარ გიორგაძე  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს და ოზურგეთის მერის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის ფულის დარიგებაში ადანაშაულებს:

“ბატონო არჩილ, მე თქვენ გაფრთხილებდით და თან არაერთხელ, რომ მიგეხედათ ოზურგეთისთვის და არ გაგეწირათ ერთგული წევრები. შედეგიც დაიდო, არ გაჭრა თქვენი მხრიდან ფულის დარიგებამ….

მადლობა იმ ოზურგეთლებს, ვინც თქვენგან ფული აიღო და ხმა არ მოგცათ!” – წერს ნუგზარ გიორგაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share