მიხეილ სააკაშვილი ციხეში ალბათ თავს იცავს მოწამვლისგან – თემურ ჯანაშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი და ასევე, მარტვილის მერობის კანდიდატი ენმ-დან თემურ ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არა მხოლოდ პროტესტის ნიშნად შიმშილობდეს, არამედ თავს მოწავლისგანაც იცავდეს. ამის შესახებ მან გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა.

ის, რომ პუტინის დაკვეთით ზის ეს ადამიანი ციხეში , ეს არ არის არავისთის ახალი. რომ წარმოიდგინოთ, ადამიანი ზის ლეფორტოვოს ციხეში, ვთქვათ, ასეთი ვითარება და მოცემულობა გვაქვს. ის ნაწილიც, რა თქმა უნდა, რომ ადამიანი შიმშილობს, ნაწილობრივ იმასაც მიანიშნებს, რომ იმასთან ერთად, რომ ეს პროტესტის სახეა, ის ადამიანი ალბათ თავს იცავს მოწამვლისგან, ან სხვა რაიმე ზემოქმედებისგან. რაც შეეხება დანარჩენს, რა სახის სხვა საფრთხე შეიძლება ციხეში ჰქონდეს ადამიანს, ჩვენ შეგვიძლია სხვა მაგალითები გავიხსენოთ, რაც რუსეთის ციხეებში ხდება, – განაცხადა ჯანაშიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share