პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი ოზურგეთში ძალადობრივი ორგანიზაციის- ალტ-ინფოს შესაძლო გახსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
”ოზურგეთისთვის მე მსურდა კეთილდღეობა და გაყინული პერსპექტივების ხორცშესხმა. მზად ვიყავი
კოალიციურ და პლურალისტულ რეჟიმში მემართა მუნიციპალიტეტი. წინასწარ წარმოდგენილი მქონდა მრავალმილიონიანი (81 მლნ ლარი) უცხოური ინვესტიციის წერილობითი გარანტიაც ! ეს იყო გუშინ, დღეს კი როგორც შევიტყვე ,,ქართული ოცნების” პირობებში ჩემს მშობლიურ მხარეში დაანონსებულია მოღალატეობრივი, პროპუტინური დაჯგუფების ,,ალტ-ინფოს” ფილიალის გახსნა.
მჯერა გურული ხალხი არ დაუშვებს განსაკუთრებულად დემოკრატიულ რეგიონში ანტიქართული, ანტიდემოკრატიული სისტემის მონტაჟს, თუმცა მანამდე, საჯაროდ მივმართავ ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს და ვთავაზობ მხარდაჭერას, თუ მერი საჯაროდ დაგმობს ჩვენს მხარეში ძალადობრივი ორგანიზაციის ფორმირებას, მზად ვარ დაუყონებლივ შევხვდე და პირადად მასთან ერთად დავგეგმო ანტისახელმწიფოებრივი და საფრთხის მომტანი სისტემის საწინააღმდეგო მშვიდობიანი ბარიერის შექმნა !
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze ჯერი თქვენზეა ავთანდილ, არსებობს სახელმწიფოებრივი საკითხები, სადაც მზად ვარ ყველაზე მიუღებელი პარტიის წარმომადგენელთან ერთადაც კი დავიცვა საჯარო ინტერესები ! თვალს მივადევნებ თქვენს რეაქციას.
ოზურგეთში ვერ უნდა გახსნან პროპუტინური, ძალადობრივი ორგანიზაციის ფილიალი !” – წერს ირაკლი ღლონტი.