რუსეთში ინსტაგრამის ანალოგი “როსგრამი” ჩაეშვება

ინტერნეტ-მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა, რუსეთში ინსტაგრამის ანალოგის “როსგრამის” ჩაშვება დააანონსა, – ინფორმაციას გამოცემა tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინსტაგრამის რუსული ანალოგი ინტერნეტში 28 მარტს ჩაეშვება და პირველ რიგში, საიტზე წვდომა ექნებათ მხოლოდ TOP ბლოგერებს, სპონსორებსა და ინვესტორებს.

“2022 წლის 28 მარტს ინსტაგრამის რუსული ანალოგი ამოქმედდება Android-ისა და iOS-ის ჩვეულებრივი ფუნქციებითა და მობილური აპლიკაციებით. მომხმარებლებს საიტზე წვდომა ექნებათ 2022 წლის აპრილში”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, რუსეთში  “როსკომნადზორმა” კომპანია Meta-ს პლატფორმების, Facebook-ისა და instagram-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადა. რუსეთში instagram-ი 14 მარტს დაიბლოკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share