უმძიმესი ტრაგედიის უწყვეტი ჯაჭვი. უკრაინა ისევ მცირეწლოვან ბავშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას გლოვობს. გუშინდელი ღამე გამორჩეულად სასტიკი იყო, საოკუპაციო ძალები დამიზნებით ისროდნენ დასახლებული კვარტლების მისამართით და მრავალსართულიან კორპუსებს უტევდნენ.
კიევი მთავარ სამიზნედ რჩება ისევე როგორ ხარკოვი. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის აღების უშედეგო მცდელობას პუტინის არმიის სასტიკი იერიში და საჰაერო შეტევა მოყვება. უკრაინის ხელისუფლება ასევე ავრცელებს უმძიმეს ინფორმაციას, რუსი სამხედროების მიერ ქალებსა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული ფაქტების შესახებ.
მთავარი არხი